შოვში უგზო-უკვლოდ დაკარგულების ძებნა გრძელდება

© Ministry of Internal Affairs of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2023
გამოწერა
სტიქიური უბედურების ეპიცენტრში უკვე შემოწმებულია მთელი ტერიტორია, ძიება მდინარეების კალაპოტებში გრძელდება.
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ქართველი მაშველები უკვე 21-ე დღეა აქტიურ საძიებო სამუშაოებს აწარმოებენ სტიქიური უბედურების ზონაში - შოვში. ამ დროისათვის ოთხ ადამიანს ეძებენ.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიური უბედურების ეპიცენტრში უკვე დამუშავებულია მთელი ტერიტორია, ძებნა გრძელდება ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისათვის აღმოჩენილია 29 ადამიანის ცხედარი.
სტიქიური უბედურების ზონაში ჯერ კიდევ მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: შოვში ღვარცოფის გამეორების რისკები არ არსებობს>>
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
© Ministry of Internal Affairs of Georgiaსაძიებო სამუშაოები შოვში
Поиски в зоне оползня на курорте Шови - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2023
საძიებო სამუშაოები შოვში
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ყველა ახალი ამბავი
0