https://sputnik-georgia.com/20210819/COVID-19-samjer-dainficirebis-SemTxvevebi-gamovlinda-252623371.html
საქართველოში COVID-19-ით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა
საქართველოში COVID-19-ით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
ბოლო პერიოდში გახშირებულია კორონავირუსით ორჯერ რეინფიცირების შემთხვევები, თუმცა მესამედ რეინფიცირების შემთხვევების შესახებ ჯერ ოფიციალური განცხადება არ... 19.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-19T15:26+0400
2021-08-19T15:26+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24856/06/248560646_0:84:1601:984_1920x0_80_0_0_b430064a6ebf98a1bb33353be76e3032.jpg
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, ქვეყნის მასშტაბით რამდენი ასეთი შემთხვევაა, მის პრაქტიკაში კი ერთი ასეთი ფაქტი უკვე იყო. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით, მხოლოდ სურდოთი და თავის ტკივილით წარიმართა.ინფექციონისტის განმარტებით, ინფექციის ერთხელ გადატანის შემდეგ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ვირუსისგან დაცული არიან ან მსუბუქად გადაიტანენ, თუმცა ეს ასე არ არის. მისი თქმით, რეინფიცირებისგან დაზღვეული არავინ არის.საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს. შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში, აჭარასა და იმერეთში ფიქსირდება.ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 57 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასზე მეტი პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 47 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
https://sputnik-georgia.com/20210819/COVID-19-niSnebi-frCxilebze-252621837.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24856/06/248560646_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_34889171e9b207497b213bd6bb8ac15a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოში COVID-19-ით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა
15:26 19.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ბოლო პერიოდში გახშირებულია კორონავირუსით ორჯერ რეინფიცირების შემთხვევები, თუმცა მესამედ რეინფიცირების შემთხვევების შესახებ ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა „
პირველი არხის“ ეთერში.
როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, ქვეყნის მასშტაბით რამდენი ასეთი შემთხვევაა, მის პრაქტიკაში კი ერთი ასეთი ფაქტი უკვე იყო. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით, მხოლოდ სურდოთი და თავის ტკივილით წარიმართა.
ინფექციონისტის განმარტებით, ინფექციის ერთხელ გადატანის შემდეგ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ვირუსისგან დაცული არიან ან მსუბუქად გადაიტანენ, თუმცა ეს ასე არ არის. მისი თქმით, რეინფიცირებისგან დაზღვეული არავინ არის.
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს. შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში, აჭარასა და იმერეთში ფიქსირდება.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 57 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასზე მეტი პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 47 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.