აფეთქება ვარკეთილში – დაშავდა ერთი ადამიანი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქება ავტოფარეხში მოხდა, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანები ცხოვრობდნენ.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ვარკეთილში ავტოფარეხი აფეთქდა, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზიას“ საქართველოს შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის პრეს-სამსახურში.

ხანძარი სამების ტაძარში - Sputnik საქართველო
ხანძარმა სამების საკათედრო ტაძარს 1.7 მლნ დოლარის ზარალი მიაყენა

აფეთქება იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ ფარეხი დაინგრა და მაშველებს ერთი ადამიანის ამოყვანა ნანგრევებიდან მოუწიათ. ის უკვე მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში, საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.

წინასწარი ვერსიით, მომხდარის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. ქართული საინფორმაციო საშუალებები ასევე წერენ, რომ ავტოფარეხის მფლობელები მას საცხოვრებლად იყენებდნენ.

ადგილზე მობილიზებულია ხუთი სახანძრო და სამაშველო ბრიგადა. მუშაობენ პოლიციელებიც.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ელექტრო– ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა“, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით 3 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0