თბილისში მასობრივი ველორბოლა იმართება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliველორბოლა
ველორბოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ველორბოლის „სპორტი ყველასთვის“ საუკეთესო მონაწილეები ჯილდოებს მიიღებენ, თუმცა რა სახის ჯილდოს - ამაზე ორგანიზატორები ჯერჯერობით არ საუბრობენ.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. მასობრივ ველორბოლას, რომელიც ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, ველოსიპედის სხვადასხვა ასაკის მოყვარულები შეუერთდნენ.

ცხოვრების ჯანსაღი წესის მოყვარულთა განწყობაზე არა მხოლოდ ორგანიზატორებმა, არამედ ამინდმაც იზრუნა – სინოპტიკოსების პროგნოზი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმის თაობაზე არ გამართლდა.

ველოსიპედისტები მოძრაობენ მარშრუტით: ჭავჭავაძის გამზირი და რუსთაველის გამზირი. საბოლოო წერტილია ვარდების მოედანი.

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისში ველორმრბოლელებმა სტარტი ვაკის პარკიდან აიღეს
თბილისში ველორმრბოლელებმა სტარტი ვაკის პარკიდან აიღეს - Sputnik საქართველო
თბილისში ველორმრბოლელებმა სტარტი ვაკის პარკიდან აიღეს

ველოტური გიგანტური ველოსიპედის მონუმენტთან დასრულდება, რის შემდეგაც საუკეთესო მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია და საზეიმო კონცერტი გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასთვის“.

ყველა ახალი ამბავი
0