საქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტები
საქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილისა და ალმაზბეკ ატამბაევის პირისპირ შეხვედრა თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში შედგა.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტების შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების საკითხებს და აღინიშნა, რომ მუდმივად მხარდაჭერილი უნდა იყოს მხარეთა შორის უმაღლესი დონის ინტენსიური დიალოგი.

პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი საქართველოში მეუღლესთან ერთად ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის პირველი ვიზიტი საქართველოში ყირგიზეთთან შემდგომი ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ალბაზბეკ ატამბაევი - Sputnik საქართველო
თბილისში ყირგიზეთის პრეზიდენტსა და პირველ ლედის ელოდებიან

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში შეთანხმებების ხელმოწერა მხარეთა თანამშრომლობის და ურთიერთობების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის წინაშე კვლავ დგას მცოცავი ოკუპაციის პრობლემა, რომელიც ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას.

გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ისაუბრეს აგრეთვე საქართველოს როლზე რეგიონში და ტრანსრეგიონული თანამშრომლობის განვითარებაზე.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევისა და მისი მეუღლის ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველ ლედის რაისა ატამბაევას უმასპინძლა.

საუბრისას ქალბატონებმა ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პირველმა ლედიმ სტუმარს ქართული ტრადიციული სამოსის აქსესუარი — ყაბალახი უსახსოვრა.

ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა მაკა ჩიჩუას საჩუქრისა და გულითადი მასპინძლობისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0