თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მის მეუღლე რაისასთან ერთად ოთხშაბათს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სტუმრების მისალმების ოფიციალური ცერემონია ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
ორი სახელმწიფოს მეთაურები გამართავენ პირისპირ შეხვედრას, მეორე დღეს კი გაიმართება მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში.
ოთხშაბათს ყირგიზეთის მეთაური თბილისის ცენტრში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს ყვავილებით შეამკობს.
ატამბაევის საპატივსაცემოდ მარგველაშვილის სახელით ოფიციალური ლანჩი გაიმართება.
მანამდე ყირგიზეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ თბილისის შემდეგ ატამბაევი ერევანში გაემგზავრება.
საქართველომ და ყირგიზეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ტრანსპორტის სფეროში.