ბათუმის ბულვარს ათასობით ახალი ყვავილი დაამშვენებს

ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბულვარის ტერიტორიაზე 80 ათას დეკორატიულ ყვავილს დარგავენ.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. იები, მიხაკები და პრიმულები — შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ბათუმის ბულვარის ძველ ნაწილს ათასობით ახალი ყვავილი დაამშვენებს, აღნიშნულია ქალაქის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარა ფოლკლორულ–კულინარულ ფესტივალ „განდაგანას" უმასპინძლებს

წლის ბოლომდე ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენლები ბულვარის ტერიტორიაზე, პარკში 80 ათას ყვავილს დარგავენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამისთვის 32 ათასი ლარი გამოყო.
„ყველანაირად ვეცდებით, რომ ბულვარი მოვლილი და ლამაზი არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, არამედ, ამ დეკორატიული ყვავილების დახმარებით, მთელი წლის განმავლობაში იყოს“, — განაცხადა აგრონომმა ნატო გამყრელიძემ.
მომდევნო საზაფხულო სეზონისთვის გამწვანების სამსახური ახალ ყვავილებს დარგავს, რადგან ეს ყვავილები ერთწლიანი მცენარეებია.

ყველა ახალი ამბავი
0