ფოთში საარჩევნო უბნის კარის გასახსნელად სამაშველო სამსახური გამოიძახეს

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოთში, 61-ე ოლქის მერვე უბანზე კარი ჩაიკეტა და საარჩევნო პროცესი დროულად ვერ დაიწყო.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ქალაქ ფოთის 61-ე ოლქის მე-8 უბანი დაგვიანებით ამუშავდა, ვინაიდან კარი ჩაიკეტა და კომისიამ მისი გახსნა საკუთარი ძალებით ვერ მოახერხა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
„სამართლიანი არჩევნები“: ხმის მიცემისთვის უბნების 4,2% არ იყო მზად

ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს და სწორედ მათი დახმარებით გახდა შესაძლებელი კარის გახსნა და უბანზე შეღწევა.

ამ დროისათვის უბანი უკვე მუშაობს და ამომრჩევლებს ღებულობს.

ინციდენტი მოხდა ბათუმის №1 საარჩევნო უბანზეც, სადაც საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი გამოაძევეს.

ყველა ახალი ამბავი
0