„სამართლიანი არჩევნები“: ხმის მიცემისთვის უბნების 4,2% არ იყო მზად

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესში 19 დარღვევა დაფიქსირდა.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნების დღეს დილიდან დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოების 7, საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსების 5, დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის 2, უბანზე აგიტაციის 1, საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 2 შემთხვევა, აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.

მისი თქმით, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა პირველი ამომრჩევლის მისაღებად დილის 8 საათისთვის მზად არ იყო საარჩევნო უბნების 4.2%.

დილის 10 საათისთვის ამომრჩევლის აქტიურობამ 8,34% შეადგინა. ამ მომენტისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ცხრაასზე მეტმა დამკვირვებელმა საარჩევნო პროცესში 19 დარღვევა გამოავლინა — როგორც ხმის მიცემის პროცესის მომზადებისას, ისე მის შემდეგაც.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო: 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8,34%-ია

„პირველი ამომრჩევლის მისაღებად 8 საათისთვის მზად არ იყო საარჩევნო უბნების 4,2% მთელი საქართველოს მასშტაბით, მაშინ, როდესაც 2012 წელს მზად არ იყო უბნების 8,8%, ხოლო 2014 წელს ეს მაჩვენებელი 1,3% იყო“, — განაცხადა ბენიძემ.

„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებული დარღვევები ასე გამოიყურება:

• 41-ე მაჟორიტარული ოლქი, გორი — 96-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა;

• საგარეჯოს 23-ე მაჟორიტარული ოლქი, მე-5 საარჩევნო უბანი — 7-8 საათამდე საერთაშორისო დამკვირვებლები უბნის გახსნის პროცედურებზე დასასწრებად საარჩევნო კომიასმ არ დაუშვა;

• მარნეული, 36-ე მაჟორიტარული ოლქის მე-5 უბანი — საკონტროლო ფურცლის შევსების პროცედურებთან დაკავშირებით ხარვეზები;

• ქუთაისის 49 მაჟორიტარულ ოლქის 70-ე უბანი — ამომრჩევლის ნაცვლად დამკვირვებლის მონაცემები შეიტანეს საკონტროლო ფურცელში;

• ბათუმის 70-ე ოლქის 58-ე საარჩევნო უბანი — საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსების გამო საარჩევნო უბანი ნახევარი საათის დაგვიანებით გაიხსნა;

• მარნეულის 36-ე ოლქის მე-5 საარჩევნო უბანი — საკონტროლო ფურცელი ყუთში პროცედურის დარღვევით ჩააგდეს;

• მარნეულის 35-ე ოლქის მე-14 საარჩევნო უბანი — გადასატან და საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ იყო მოთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0