საქართველოს პრემიერმა ამომრჩეველს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღება 3,5 მილიონ ამომრჩეველს შეუძლია.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

საქართველოს მოქალაქეები მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს 8 ოქტომბერს აირჩევენ. არჩევნებში 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

აფეთქება კოლმეურნეობის მოედანზე - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში 2016: ჩხუბები, აფეთქებები, თავდასხმები

„ეს არჩევნები ნამდვილად იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული საქართველოს მომავლისთვის. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს, აუცილებლად მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს საქართველოს კიდევ უფრო უკეთეს, ევროპულ მომავალს! დარწმუნებული ვარ, 9 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა იცხოვრებს კიდევ უფრო უკეთეს საქართველოში“, — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, მაქსიმალურად უზრუნველყოს წესრიგი არჩევნების დღეს.

„თქვენი როლი არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი და თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენი თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს საიმისოდ, რათა უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები საქართველოში და თითოეული ამომრჩევლის ხმა იყოს დაცული“, — განაცხადა პრემიერმა.

წინასაარჩევნო გარემო საქართველოში უპრეცედენტოდ მშვიდი იყო, თუ არ ჩავთვლით პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას.

„თუ არ ჩავთვლით იმ ძალიან სამწუხარო ფაქტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, და მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს, რადგან ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

გივი თარგამაძე - Sputnik საქართველო
გივი თარგამაძეს გამომძიებლების კომპეტენციაში ეჭვი ეპარება

არჩევნებამდე სამი დღით ადრე თბილისში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. აფეთქების დროს ავტომობილში თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. ისინი მსუბუქად დაშავდნენ, ხოლო გამვლელებმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს.

კიდევ ერთი სკანდალური ფაქტი თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმა გახდა, რომელიც გორის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

ადამიანი, ვინც ოქრუაშვილის მიმართულებით ისროლა, 53 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც თავად ჩაბარდა პოლიციას.

კიდევ ერთი ხმაურიანი ინციდენტი მოხდა ზუგდიდის რაიონში, სადაც ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ჩხუბის შედეგად საავადმყოფოში მმართველი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი მოხვდა. მათ შორისაა 19 წლის გოგონა, რომელსაც თავში ქვა ჩაარტყეს. მმართველმა პარტიამ მომხდარში ნაცმოძრაობის მომხრეები დაადანაშაულა, ხოლო მათ განაცხადეს, რომ ინციდენტი „ქართული ოცნების“ პროვოცირებული იყო.

© Sputnik / Maria Tsimintiaსაქართველო: არჩევნები ციფრებში
საქართველო: არჩევნები ციფრებში - Sputnik საქართველო
საქართველო: არჩევნები ციფრებში

 

ყველა ახალი ამბავი
0