გივი თარგამაძეს გამომძიებლების კომპეტენციაში ეჭვი ეპარება

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკშიგივი თარგამაძე
გივი თარგამაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მოითხოვს, რომ მისი საქმის გამოძიება „ტერორიზმის“ მუხლით გაგრძელდეს.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ „არაკომპეტენტურები“ უწოდა მისი მანქანის აფეთქების საქმის გამომძიებლებს და მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვა.

ნილს სკოტი - Sputnik საქართველო
გაეროს წარმომადგენელმა დაგმო ძალადობა წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას“ ითვალისწინებს. გუშინ გამომძიებლები ორი საათის განმავლობაში გივი თარგამაძის დაკითხვას აწარმოებდნენ მისივე სახლში, ვინაიდან ამ უკანასკნელმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საგამოძიებო ორგანოებში მისვლა ვერ შეძლო.

„აღვიდგინეთ 4 ოქტომბრის დღე მთლიანად, დეტალურად… მუხლის გადაკვალიფიცირებას ჩვენ ზოგადად ვითხოვთ. ეს გამომძიებლები არ არიან კომპეტენტურები ამ საკითხში, ასეთი გადაწყვეტილება მათმა ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს. იმ მუხლს თუ წაიკითხავთ, ტერორიზმი თავისთავად მთლიანად ჯდება სწორედ იმ მუხლში“, — განაცხადა გივი თარგამაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.

ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ გამომძიებლებს წარუდგინა საეჭვო აუდიოჩანაწერები, რომლებიც მის მეუღლეს ჩინური ნომრიდან გამოუგზავნეს.

სათვალთვალო კამერა - Sputnik საქართველო
პოლიციამ დეპუტატის ავტომობილის აფეთქების ადგილზე ვიდეოკამერის ჩანაწერები ამოიღო

„შევთანხმდით, რომ დამატებითი შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში მე მზად ვარ ნებისმიერ დროს გავაგრძელო თანამშრომლობა. შემდეგ ჯერზე, იმედი მაქვს, ფიზიკური მდგომარეობა მომცემს იმის საშუალებას, რომ მე თვითონ ვეწვიო საგამოძიებო ორგანოებს“, — აღნიშნა თარგამაძემ.

დღეისათვის თარგამაძისა და მისი მძღოლის სამედიცინო ექსპერტიზაა დაგეგმილი.

4 ოქტომბრის აფეთქებისას გივი თარგამაძე და მისი მძღოლი მსუბუქად დაშავდნენ, ხოლო გამვლელებმა სერიოზული ტრავმები მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0