პარლამენტმა მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა უნდა შეცვალოს
„საკონსტიტუციო სასამართლო კანონშემოქმედებითი ორგანო არ არის, ის მხოლოდ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობას ამოწმებს. სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის სასჯელის ფორმად პატიმრობას ითვალისწინებს“, — განაცხადა ვეფხვაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის მოხმარებას ეხება. სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით იხელმძღვანელა, როდესაც მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით პატიმრობა არაკონსტიტუციურ ნორმად სცნო.