პრეზიდენტმა წამოიწყო კამპანია „შენი ხმა ჩვენი მომავალია“

© FB/Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა გააფრთხილა ახალგაზრდები, რომ თუ ისინი არჩევნებზე არ წავლენ, ხელისუფლებაში მოვა ძალა, რომელიც მათ ინტერესებს არ გაატარებს.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდა ამომრჩეველზე ორიენტირებული კამპანია წამოიწყო, რომლის მიზანია ამომრჩევლის გააქტიურება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. კამპანიის სლოგანია „შენი ხმა ჩვენი მომავალია“.

ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ 18-დან 35 წლამდე ამომრჩეველთა უმრავლესობას გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური იუწყება, კამპანია, რომლის ორგანიზატორიც არის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, მოიცავს საზაფხულო სკოლებში ახალგაზრდებისთვის საარჩევნო თემებზე ლექციებისა და შეხვედრების მოწყობას, ასევე ტრენინგების ჩატარებას კომუნიკაციისა და ლიდერობის თემებზე.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის წინასაარჩევნო ამოცანა ელექტორატის გააქტიურებაა

„თქვენ ჩაატარებთ კამპანიას და განსაკუთრებული იქნება ის, რომ თქვენ არ წახვალთ და არ სთხოვთ ხმას თქვენი პარტიისთვის, არც თქვენი პოლიტიკური ლიდერისთვის, თქვენ ერთადერთს გააკეთებთ — სთხოვთ მოქალაქეებს, რომ გამოვიდნენ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები შექმნან, როგორც მომავალი საქართველოსი“, — მიმართა ახალგაზრდებს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

ბაზალეთის საზაფხულო სკოლაში შეკრებილ ახალგაზრდებს პრეზიდენტმა განუმარტა, რომ მათ თავად უნდა მოიფიქრონ, როგორ დაარწმუნონ ამომრჩეველი არჩევნებზე მისვლის აუცილებლობაში.

„თქვენ თვითონ მოიფიქრებთ, როგორ დაარწმუნოთ ამომრჩეველი… მე მჯერა, რომ იმ დღეების განმავლობაში, რასაც თქვენ აქ გაატარებთ, მოიფიქრებთ, რა პასუხები გასცეთ ადამიანებს, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია არჩევნებში მონაწილეობა, და პასუხი არის ერთი — თუ შენ არ მიდიხარ არჩევნებზე და თუ შენ არ ირჩევ ლიდერებს, შენ უარს ამბობ თავისუფლებაზე“, — უთხრა პრეზიდენტმა ახალგაზრდებს.

ყველა ახალი ამბავი
0