პრეზიდენტის წინასაარჩევნო ამოცანა ელექტორატის გააქტიურებაა

© Пресс-служба президента Грузииგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილისთვის მთავარი სამიზნე ჯგუფი ახალგაზრდობაა, რომელსაც არჩევნებზე სიარული არ უყვარს.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიური მონაწილეობისთვის კამპანიას იწყებს.

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით 36 პარტია უკვე დარეგისტრირდა. ისინი ამომრჩეველს ყველანაირი გემოვნების წინასაარჩევნო პროგრამას სთავაზობენ.

თბილისი - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: გულგრილობა და ოცნებები

„ვიწყებ კამპანიას, რომელიც ორგანიზებულია და ორიენტირებულია ამომრჩევლის გასააქტიურებლად. ბუნებრივია, და ახლაც ვადასტურებ, ეს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი კამპანია; ეს იქნება ახალგაზრდების კამპანია, რომ ჩვენ შევძლოთ და გამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი“, — განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

სამწუხაროდ, ყველაზე პასიური ამომრჩეველი 18-35 წლის ამომრჩეველია და მინდა, სწორედ ეს სეგმენტი გავააქტიურო, განმარტა პრეზიდენტმა.

„გვინდა, რომ გამოვიყვანოთ ამომრჩეველი, რათა მან გააკეთოს არჩევანი ვიღაცის სასარგებლოდ, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, მაგრამ მივიდეს საარჩევნო ყუთთან, რადგან რიგები საარჩევნო უბნებში არის ქართული დემოკრატიის გარანტია“, — განაცხადა მარგველაშვილმა. 

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ (2016 წლის ივნისი-ივლისი) აჩვენა, რომ ამომრჩევლის უმეტესობამ არ იცის, ვის მისცემს ხმას.

ამავე დროს, საზოგადოების ამ ნაწილის უმრავლესობა სწორედ 18-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანები არიან.

ყველა ახალი ამბავი
0