GEM Fest-ზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმორიგევებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე მოძრავი სამედიცინო ამბულატორია და სასწრაფო დახმარების ორი ავტომობილი იმორიგევებს.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე GEM Fest, რომელიც ანაკლიაში ჩატარდება, მოძრავი სამედიცინო ამბულატორია და სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა იქნება მობილიზებული.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერმა ანაკლიაში GEM Fest–ის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა

GEM Fest-ი 10-14 აგვისტოს მთელი მსოფლიოდან ცნობილ დიჯეებსა და მუსიკოსებს უმასპინძლებს.

მოძრავ ამბულატორიაში ერთი ექთანი იმორიგევებს, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, ფესტივალის სტუმრებს სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს, ხოლო სასწრაფო დახმარების ავტომანქანები სხვადასხვა ადგილებზე განთავსდებიან, რათა მათ დროული ჰოსპიტალიზაცია მოახდინონ.

როგორც ცნობილია, ფესტივალი 40 ათასამდე სტუმარს ელოდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ისე ქართველი დიჯეები და კომპოზიტორები.

ყველა ახალი ამბავი
0