კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად პაველ შერემეტი დაიღუპა

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშიპაველ შერემეტევი
პაველ შერემეტევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილი, რომელშიც აფეთქების დროს ჟურნალისტი იჯდა, „უკრაინსკაია პრავდას“ ხელმძღვანელ ელენა პრიტულეს ეკუთვნოდა.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ უკრაინულ ინტერნეტ-გამოცემა „უკრაინსკაია პრავდაზე“ დაყრდნობით.

„ოთხშაბათს, დილით ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი“, — აღნიშნულია განცხადებაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ავტომობილი, რომელიც „უკრაინსკაია პრავდას“ ხელმძღვანელს ელენა პრიტულეს ეკუთვნოდა, კიევის ცენტრში, ბოგდან ხმელნიცკისა და ივან ფრანკოს ქუჩების გადაკვეთაზე აფეთქდა.

ყველა ახალი ამბავი
0