მწყობრიდან გამოსული სანიაღვრე სისტემები აღდგენილია

© FB/ Районное управление Самгориაღდგენითი სამუშაოები სამგორის რაიონში
აღდგენითი სამუშაოები სამგორის რაიონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წვიმის გამო სანიაღვრე სისტემები დაბინძურდა, რამაც ქუჩების დატბორვა გამოიწვია.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. თბილისის სამგორის რაიონში აღადგინეს სანიაღვრე სისტემა, რომელიც კოკისპირული წვიმების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა. 

„წვიმის გამო გაიჭედა სანიაღვრე არხები. ამჟამად ყველაფერი აღდგენილია და უკვე არ არის არანაირი პრობლემა. გუშინ 20-მდე გამოძახებაზე ვიყავით და ოპერატიულად გავუწიეთ დახმარება“,  -ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ ისან-სამგორის რაიონის ხელმძღვანელს გიორგი ბაგრატიონს. 

წვიმიანი ბათუმი - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში - წვიმიანი უქმეები

ამ დროისათვის სამგორის რაიონში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. ადგილობრივი ხელისუფლება მზადაა პრობლემის გამოვლენისთანავე ნებისმიერ მოქალაქეს გაუწიოს დახმარება. 

„შესაძლოა საჭირო გახდეს ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავის შეკეთება. რაიმე სერიოზული ზიანი არ არის“, — აღნიშნა ბაგრატიონმა. 


ყველა ახალი ამბავი
0