თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. სამსუნის ძიუდოს გრან-პრის გამარჯვებული 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი გახდა. ფინალში მან ბრაზილიის წარმომადგენელს რაფაელ ბუკაზარინის სძლია, იუწყება IJF-ის ოფიციალური ვებგვერდი.
ამ წარმატების წყალობით ღვინიაშვილმა 300 სარეიტინგო ქულა მიიღო და საქართველოს ნაკრები, პრაქტიკულად, ძიუდოში რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე მეშვიდე ლიცენზიით უზრუნველყო.
თბილისის გრან-პრიზე ღვინიაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა.
თურქეთში გამართული ტურნირის დასკვნით დღეს კიდევ ერთი მედალი ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) მიიღო. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა მძიმეწონოსანმა ყირგიზ სპორტსმენს იური კრაკოვეცკის სძლია.