რუსეთის მოქალაქეები მაისის დღესასწაულების აღნიშვნას საქართველოში ამჯობინებენ

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მოსახლეობის მიერ მაისის დღესასწაულებზე დაჯავშნული ბილეთების რაოდენობის მიხედვით, თბილისი და ერევანი პირველ და მეორე ადგილებს (შესაბამისად) ინაწილებენ.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა მაისის დღესასწაულების გატარებას საქართველოში ამჯობინებენ. ამაზე მეტყველებს საიტ Skyscanner–ზე დაჯავშნული ბილეთების რაოდენობა, — იუწყება პორტალი "Рамблер. Путешествия".

ამ დროის მონაცემებით, Skyscanner–ზე ყოველთვიურად ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი შედის. საიტმა სამაისოდ დაჯავშნული ბილეთების ანალიზი ჩაატარა და გაარკვია, თუ რომელ ქვეყნებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა წელს.

თბილისი - Sputnik საქართველო
როსტურიზმი:საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება რუსეთის მოქალაქეებისათვის

კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე დიდი პოპულარობით საქართველოს დედაქალაქი სარგებლობს და აქ მოგზაურობით დაინტერესება 110%-ითაა გაზრდილი.

მეორე ადგილზე სომხეთის დედაქალაქი ერევანია, სადაც სამოგზაუროდ წასვლას, შარშანდელთან შედარებით, 62%-ით მეტი გეგმავს.

მესამე ადგილზე კვიპროსი, უფრო სწორედ, კურორტი ლარნაკაა, რომელსაც წელს, შარშანდელთან შედარებით, 50%-ით მეტი რუსი ეწვევა.

შესამჩნევადაა დაწეული დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მაისის დღესასწაულების გატარების მსურველთა რაოდენობა. პოპულარობა ყველაზე მეტად დაუვარდა პარიზს — 46%, ბერლინს — 29% და მილანს  — 28%.

ყველა ახალი ამბავი
0