ძლიერი ტაიფუნი უკვე ახლოა: ცნობილია თარიღი, როდის შეუტევს „ნეპარტაკი“ იაპონიას

© photo: Pixabay / MomokoMoritaტაიფუნი
ტაიფუნი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
დამანგრეველი გრიგალის მიახლოების კვლადაკვალ, იაპონიის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე გადაიტანა ზოგი შეჯიბრი სხვა დროისათვის
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მძლავრი ტაიფუნი „ნეპარტაკი“, რომელიც ამ დროისათვის იაპონიისკენ მოძრაობას განაგრძობს, კუნძულ ჰონსიუს 28 ივლისს დაატყდება თავს, იუწყება ქვეყნის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური.
ტაიფუნი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
ოლიმპიადა საფრთხეშია: ტოკიოს გამანადგურებელი გრიგალი უახლოვდება
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 200 მმ-მდე ნალექი მოვა. ამ დროისათის ქარის სიჩქარე ტაიფუნის ცენტრში წამში 20-30 მეტრს აღწევს, ხოლო ჰონსიუსთან მიახლოების მომენტისთვის წამში 35 მეტრამდე გაიზრდება. მათი თქმით, იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მიახლოებისას ტაიფუნი 6-8 მეტრი სიმაღლის ტალღებს წარმოშობს, ხოლო ტოკიოში 100-150 მმ ნალექს გამოიწვევს.
ამ დროისათვის „ნეპარტაკი“ ტოკიოს მეზობელი პრეფექტურა ტიბას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან 230 კმ-ს დაშორებით იმყოფება და ფუკუსიმის, მიიგისა და ივატეს პროვინციების მიმართულებით მოძრაობს. ხელისუფლებამ უკვე გააფრთხილა მოსახლეობა მოსალოდნელი წყალმოვარდნებისა და მეწყერების თაობაზე.
მანამდე ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში განაცხადეს, რომ ტაიფუნის გამო შეჯიბრების განრიგი შესაძლოა შეიცვალოს. ამ დროისათვის ზოგი ღონისძიება უკვე გადატანილია სხვა დროისათვის.
აღსანიშნავია, რომ „ნეპარტაკი“ წელს მერვე ტაიფუნია, რომელიც წყნარ ოკეანეში ჩამოყალიბდა. მანამდე მან ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს შეუტია, საიდანაც მილიონნახევარზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0