პრინცესა დაიანას ძმისშვილი 32 წლით უფროს მილიარდერზე გათხოვდა - ფოტოები

© AP Photo / Herman Knippertzპრინცესა დაიანა
პრინცესა დაიანა - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
პრინცესა დაიანას ძმისშვილი, რომელსაც მას ძალიან ამსგავსებენ თავისზე 32 წლით უფროს მამაკაცზე გათხოვდა.
პრინცესა დაიანას ძმისშვილი, 30 წლის კიტი სპენსერი გათხოვდა. პრინცების, უილიამისა და ჰარის ბიძაშვილი, კიტი სპენსერი ძალიან პოპულარულია, რადგან მას ხშირად ამსგავსებენ გარდაცვლილ პრინცესა დაიანას.
საინტერესოა, რომ ახალგაზრდა გოგონას რჩეული 62 წლის მილიარდერი მაიკლ ლუისია. წყვილი რომანზე მედია 2018 წლიდან წერს, თუმცა, მათ დაქორწინება მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს.
ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო. კაბა კიტი სპენსერისთვის „დოლჩე და გაბანას“ მოდის სახლმა შექმნა. კაბის შექმნის ვიდეორგოლი ბრენდმა თავად განათავსა სოციალურ ქსელში.
საინტერესოა, რომ ბრენდმა ასევე შექმნა მეორე კაბაც, რომელიც ქორწილის შემდგომ, კიტს წვეულებაზე ეცვა. ეს გახლავთ ყვავილებით გაფორმებული ულამაზესი კაბა, რომელიც მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი.
ყველა ახალი ამბავი
0