მეგან მარკლს სამეფო ოჯახთან შერიგებას ურჩევენ

© AFP 2024 / DANIEL LEAL-OLIVASმეგან მარკლი
მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობა ბუკინგემის სასახლესთან საბოლოოდ დაიძაბა 2021 წლის მარტში, ამერიკელ ტელეწამყვანთან ოპრა უინფრისთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ.
სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლმა შესაძლოა ინანოს ამერიკელ ტელეწამყვან ოპრა უინფრისთვის მეუღლესთან, ბრიტანეთის პრინც ჰარისთან ერთად მიცემული ინტერვიუ, რადგან ამის შემდეგ სიტუაციის გამოსწორება გაჭირდება. აცხადებს სამეფო ოჯახის ექსპერტი ტომ ქუინი Daily Star-თან საუბრისას.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
მეგან მარკლის მამა შვილიშვილების ნახვის უფლებისთვის სასამართლოში იბრძოლებს
კომენტარი გააკეთა რა წყვილის სკანდალურ ინტერვიუზე, ქუინმა განმარტა, რომ მარკლი ქმრის ოჯახზე უამრავ უსიამოვნო რამეს ამბობდა იმის გამო, რომ იგი გაბრაზებული და ნაწყენი იყო. ქუინი დარწმუნებულია, რომ ჰერცოგინია აღიარებს მის შეცდომას და უახლოეს მომავალში გამოასწორებს მას, ალბათ, 40 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოსვლაში. მასში, ექსპერტების აზრით, მას შეუძლია ქმრის ნათესავებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატოს და მშვიდობა დაამყაროს მათთან.
„ვფიქრობ, რომ შემდეგ ის მიხვდება, რომ ასე მკვეთრად არ უნდა დაეწვა ხიდები”, – თქვა ექსპერტმა.
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობა ბუკინგემის სასახლესთან საბოლოოდ დაიძაბა 2021 წლის მარტში, ამერიკელ ტელეწამყვანთან ოპრა უინფრისთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც სასექსის ჰერცოგინია სამეფო ოჯახის ზოგიერთი წევრის რასისტულ განწყობებზე მიანიშნებდა.
ყველა ახალი ამბავი
0