რუსეთის პრემიერის „დასანანი“ ვიზიტი: ტოკიო მოსკოვს პროტესტს გამოუცხადებს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთისა და იაპონიის დროშები
რუსეთისა და იაპონიის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი უკვე გამოიძახა მისთვის პროტესტის გადასაცემად.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. იაპონია უახლოეს დროში გამოუცხადებს რუსეთს პროტესტს პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის კუნძულ იტურუპზე ვიზიტის გამო, განაცხადა იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა კაცუნობუ კატომ პრესკონფერენციაზე.
„რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იტურუპზე არ ემთხვევა ჩვენი ქვეყნის პოზიციას ჩრდილოეთის ტერიტორიებისადმი და ღრმა სინანულს იწვევს. უახლოეს დღეებში რუსეთის მთავრობას პროტესტი გაეგზავნება“, — აღნიშნა კატომ.
მისი თქმით, მანამდე, როდესაც იტურუპზე მიშუსტინის მოსალოდნელი ვიზიტის თაობაზე შეიტყვეს, იაპონიამ „დიპლომატიური არხებით არაერთხელ გაუგზავნა მოთხოვნა რუსულ მხარეს“, რათა მას უარი ეთქვა კუნძულზე ჩასვლაზე.
კურილის კუნძულები - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
რუსეთთან შეუპოვარი მოლაპარაკებები გაგრძელდება: იაპონია კურილების დათმობას არ აპირებს
როგორც რუსული პრესა წერს, მიშუსტინს კურილის კუნძულებზე ყურადღების გამახვილება პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაავალა, რომელმაც მანამდე კურილის კუნძულების ეკონომიკურ საქმიანობაში იაპონიის ჩართულობის თაობაზე „უნიკალური და უპრეცედენტო“ წინადადებები გაახმოვანა“. პუტინის თქმით, საბოლოო ინიციატივები მიშუსტინის შორეულ აღმოსავლეთსა და ციმბირში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ჩამოყალიბდება.
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი მიხაილ გალუზინი უკვე გამოიძახა მისთვის პროტესტის გადასაცემად. რუსეთის ელჩს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკეო მორი შეხვდება.
ტოკიოსა და მოსკოვს შორის დღემდე მიმდინარეობს დავა კურილის კუნძულების თაობაზე. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა. 
ყველა ახალი ამბავი
0