დაუჯერებელი კადრები - 95 წლის ელისაბედ მეორე „რენჯ როვერის“ საჭესთან

© AP Photo / Steve Parsonsელისაბედ მეორე
ელისაბედ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ საკუთარი ავტომობილით გამოჩნდა. ის საჭესთან დააფიქსირეს.
ინტერნეტში 95 წლის დედოფალ ელისაბედის ახალი ფოტოები ვრცელდება. დედოფალმა ოჯახის წევრებთან ერთად რამდენიმე ფერმა მოინახულა და სამგზავროდ კუთვნილი „რენჯ როვერის“ მარკის ავტომობილი აირჩია. საინტერესოა, რომ მონარქი თავად მართავს ავტომობილს და ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანს.
დედოფალმა სამოსიც შესაბამისი შეარჩია, ის ღია ფერის ბლუზსა და ჟილეტში იყო გამოწყობილი. ზოგადად, ელისაბედი მანქანას წლებია მართავს, თუმცა საჭესთან მისი ხილვა მაინც დიდი იშვიათობაა.
მისი სამეფო უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II უინძორი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს.
ყველა ახალი ამბავი
0