https://sputnik-georgia.com/20210719/Huawei-FWA-yazaxtelekomi-252361694.html
Huawei-ს დახმარებით: „ყაზახტელეკომმა“ FWA-ს პირველი გამოყოფილი ქსელი აამუშავა
Huawei-ს დახმარებით: „ყაზახტელეკომმა“ FWA-ს პირველი გამოყოფილი ქსელი აამუშავა
Sputnik საქართველო
Huawei-ში მიაჩნიათ, რომ ყაზახეთი კარგი მაგალითია სხვა ოპერატორებისთვის, რომელთაც აუცილებლად ესაჭიროებათ კერძო სექტორი, რათა გადაჭრან დაფარვის პრობლემა იქ... 19.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-19T16:19+0400
2021-07-19T16:19+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252361511_0:233:2300:1533_1920x0_80_0_0_1534d98d8c9e337595e9e47fb69c54c5.jpg
თბილისი, 19 ივლისი − Sputnik. კომპანია Huawei-მ ყაზახეთის უდიდეს სატელეკომუნიკაციო ოპერატორ „ყაზახტელკომს“ 4T4R-ის საბაზო სადგურები გადასცა, რომელთა მეშვეობითაც ცენტრალურ აზიაში რადიოინტერფეისით ინტერნეტზე წვდომის ფიქსირებული პირველი უსადენო ქსელი (FWA) ამუშავდა, იუწყება РИА Новости კომპანია Huawei-ზე დაყრდნობით. აღნიშნული ქსელი ერთ-ერთი პირველი FWA-ქსელია მსოფლიოში, რომელიც 2300 მეგაჰერცის გამოყოფილ დიაპაზონში მუშაობს და კერძო სექტორს ფართოზოლიან მომსახურებაზე წვდომის საშუალებას აძლევს.FWA-ს ქსელის განთავსებისთვის ტექნოლოგია LTE იყო შერჩეული, რომელიც 2300 მგჰ-ს დიაპაზონში რადიოსიხშირეების უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებასაც იძლევა და SIM-based-ის მომსახურებით უზრუნველყოფის შესაძლებლობასაც ქსელის ბაზაზე. როგორც Huawei Technologies Kazakhstan-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ციუი ფეიმ აღნიშნა, „ყაზახტელეკომის“ პროექტი კარგი მაგალითია ფიქსირებული ხაზის სხვა ოპერატორებისთვის, რომელთაც აუცილებლად ესაჭიროებათ კერძო სექტორი, რათა გადაჭრან დაფარვის პრობლემა იქ, სადაც სადენიან ინტერნეტზე წვდომა არ არის.„ამასთან ეს ქსელი, მცირე მოდერნიზაციის გავლის შემდეგ, მზად იქნება 5G-ტექნოლოგიაზე გადასვლისთვის, რაც ქსელის მოცულობას გაზრდის და eMBB–მომსახურებასაც გასწევს“, — განაცხადა მან.
https://sputnik-georgia.com/20200916/Huawei-usadeno-lazeruli-damteni-249458556.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252361511_0:160:2300:1606_1920x0_80_0_0_8a6a2446e23f5d7b90cd639bf3a27527.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
Huawei-ს დახმარებით: „ყაზახტელეკომმა“ FWA-ს პირველი გამოყოფილი ქსელი აამუშავა
16:19 19.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) Huawei-ში მიაჩნიათ, რომ ყაზახეთი კარგი მაგალითია სხვა ოპერატორებისთვის, რომელთაც აუცილებლად ესაჭიროებათ კერძო სექტორი, რათა გადაჭრან დაფარვის პრობლემა იქ, სადაც სადენიან ინტერნეტზე წვდომა არ არის.
თბილისი, 19 ივლისი − Sputnik. კომპანია Huawei-მ ყაზახეთის უდიდეს სატელეკომუნიკაციო ოპერატორ „ყაზახტელკომს“ 4T4R-ის საბაზო სადგურები გადასცა, რომელთა მეშვეობითაც ცენტრალურ აზიაში რადიოინტერფეისით ინტერნეტზე წვდომის ფიქსირებული პირველი უსადენო ქსელი (FWA) ამუშავდა, იუწყება РИА Новости კომპანია Huawei-ზე დაყრდნობით.
16 სექტემბერი 2020, 15:06
აღნიშნული ქსელი ერთ-ერთი პირველი FWA-ქსელია მსოფლიოში, რომელიც 2300 მეგაჰერცის გამოყოფილ დიაპაზონში მუშაობს და კერძო სექტორს ფართოზოლიან მომსახურებაზე წვდომის საშუალებას აძლევს.
FWA-ს ქსელის განთავსებისთვის ტექნოლოგია LTE იყო შერჩეული, რომელიც 2300 მგჰ-ს დიაპაზონში რადიოსიხშირეების უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებასაც იძლევა და SIM-based-ის მომსახურებით უზრუნველყოფის შესაძლებლობასაც ქსელის ბაზაზე.
„ამასთან ჩვენ ვიყენებთ რადიოსიხშირეების 20 მგჰ-ს სიგანის გამოყოფილ დიაპაზონს, ანუ ეს FWA-ს სრულად გამოყოფილი ქსელია მხოლოდ ფიქსირებული უსადენო წვდომის აბონენტებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ გამოვიყენეთ ე.წ. IP breakout-ის მიდგომა — გამოყოფილ PGW ინტერნეტ-კავშირში ჩართვა FWA აბონენტებისთვის“, — განაცხადა „ყაზახტელეკომის“ ინოვაციების დირექტორმა ნურლან მეირმანოვმა.
როგორც Huawei Technologies Kazakhstan-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ციუი ფეიმ აღნიშნა, „ყაზახტელეკომის“ პროექტი კარგი მაგალითია ფიქსირებული ხაზის სხვა ოპერატორებისთვის, რომელთაც აუცილებლად ესაჭიროებათ კერძო სექტორი, რათა გადაჭრან დაფარვის პრობლემა იქ, სადაც სადენიან ინტერნეტზე წვდომა არ არის.
„ამასთან ეს ქსელი, მცირე მოდერნიზაციის გავლის შემდეგ, მზად იქნება 5G-ტექნოლოგიაზე გადასვლისთვის, რაც ქსელის მოცულობას გაზრდის და eMBB–მომსახურებასაც გასწევს“, — განაცხადა მან.