„თავშესაფარი მოკავშირეებისთვის“ – აშშ ავღანეთიდან მხარდამჭერების ევაკუაციას იწყებს

© photo: Sputnik / Vladimir Pirogov / გადასვლა მედიაბანკშიამერიკელი სამხედროები ავღანეთში
ამერიკელი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
წყაროს ინფორმაციით, ევაკუირებულ ავღანელებს შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე განათავსებენ მანამ, სანამ მათი ვიზები დამუშავების პროცესში იქნება.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლება ივლისის ბოლოს ავღანეთიდან ქვეყნის იმ მოქალაქეების ავიაევაკუაციას გეგმავს, რომლებიც ამერიკულ ძალებს დახმარებას უწევდნენ, იუწყება Reuters-ი თეთრი სახლის პრეს-მდივნის განცხადებებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველ რიგში საუბარია იმ მოქალაქეებსა და მათ ოჯახებზე, რომლებსაც აშშ-ის სპეციალურ საიმიგრაციო ვიზაზე (SIV) უკვე აქვთ შეტანილი განაცხადები და რომელთა სიცოცხლე საფრთხეშია იმ სამუშაოს გამო, რომელსაც ისინი ასრულებდნენ ამერიკის მთავრობისთვის — იქნებიან ეს თარჯიმნები თუ სხვა პოზიციებზე დასაქმებული ადამიანები.  
„ეს მამაცი ადამიანები არიან. გვსურს დავადასტუროთ, რომ ვაღიარებთ და ვაფასებთ იმ როლს, რომელსაც ისინი ასრულებდნენ ბოლო წლების განმავლობაში“, — განაცხადა ბრიფინგზე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ.
ამასთან, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მას არ დაუკონკრეტებია, რამდენ ავღანელს შეეხება პირველი საევაკუაციო რეისები.
თუმცა, როგორც „როიტერი“ წერს, ოფიციალური ანონიმური წყაროს ცნობით, პირველ ეტაპზე ავღანეთიდან დაახლოებით 2500 ადამიანს გამოიყვანენ, რომლებსაც, სავარაუდოდ, თავდაპირველად აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე განათავსებენ მანამ, სანამ მათი ვიზები დამუშავების პროცესში იქნება. წყაროს თქმით, ჯერჯერობით მიღებული არ არის გადაწყვეტილება – კონკრეტულად რომელ სამხედრო ბაზებზე გადაიყვანენ ევაკუირებულ ავღანელებს.
ყველა ახალი ამბავი
0