კოვიდ-საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 54 კაცი ემსხვერპლა: ვიდეო

© photo : Emergency Management Service / FBმეხანძრე ცეცხლის ქრობისას
მეხანძრე ცეცხლის ქრობისას - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, საავადმყოფოში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უკვე გასცა ბრძანება საავადმყოფოს ხელმძღვანელის დაკავების შესახებ.
თბილისი, 13 ივლისის — Sputnik. ერაყის ქალაქ ენ-ნასირიას კოვიდ-საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა, რასაც ორმოცდაათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სამოცდაათზე მეტი დაშავდა, იუწყება BBC.
ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ენ-ნასირიას იმამ ჰუსეინის სახელობის ჰოსპიტალში ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობამ 54 კაცს მიაღწია.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი საავადმყოფოს კოვიდ-განყოფილებაში ჟანგბადის ბალონის აფეთქებას მოჰყვა.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-კადჰემიმ საავადმყოფოს ხელმძღვანელის დაკავების ბრძანება გასცა. პაციენტების ნათესავებმა საპროტესტო აქცია გამართეს საავადმყოფოსთან. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებებიც მოხდა, დამწვარია პოლიციის ორი ავტომობილი.
როგორც ჯანდაცვის რეგიონულ დეპარტამენტში აცხადებენ, ხანძრის დაწყების მომენტისთვის საავადმყოფოში 63 პაციენტი იმყოფებოდა. ამ დროისათვის სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
აღინიშნება, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ერაყის საავდმყოფოში ხანძარი ძნდება და ადამიანები იღუპებიან. მანამდე, აპრილში ხანძარი გაჩნდა ბაღდადის იბნ-ალ-ჰათიბის საავადმყოფოში, რასაც 82 ადამიანი ემსხვერპლა.
ყველა ახალი ამბავი
0