ტრაგედია სელფის გადაღებისას: მეხის დაცემას 11 ადამიანი ემსხვერპლა – ვიდეო

© Pixabay / Free-Photosმეხის ჩამოვარდნა
მეხის ჩამოვარდნა - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
პოლიციის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდა ასაკისაა. ინციდენტის დროს კოშკზე 27 ადამიანი იმყოფებოდა.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ინდოეთის ჯაიპურში, ფორტ ამერის მეთორმეტე საუკუნის საგუშაგო კოშკზე სელფის გადაღებისას 11 ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი დაშავდა მეხის დაცემის შედეგად, იუწყება NDTV.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტის მომენტში კოშკზე 27 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც პოლიცია აცხადებს, დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდაა.
შტატის მთავარი მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილთა ოჯახები ფულად კომპენსაციას მიიღებენ — თითოეული 500 ათას რუპიას (6700 აშშ დოლარი).
აღინიშნება, რომ 2004 წლიდან დღემდე მეხის დაცემით ინდოეთში საშუალოდ ორასი ადამიანია დაღუპული.
ამასთან, როგორც ინდოეთის მეტეოროლოგიური სამმართველო აცხადებს, 1960-იანი წლების შემდეგ მეხის დაცემით სიკვდილიანობა ორჯერ გაიზარდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად კლიმატური კრიზისია დასახელებული. მაგალითად, 2018 წელს შტატ ანდჰრა-პრადეშში 13 საათის განმავლობაში მეხი 36.749-ჯერ ჩამოვარდა.
ყველა ახალი ამბავი
0