პრეზიდენტი გრიმსა და პარიკში: ისრაელის უშიშროების სამსახური ფოტოს აქვეყნებს

© photo: Pexels / cottonbroპარიკი სარკის წინ
პარიკი სარკის წინ - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
ქვეყნის უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა პრეზიდენტის ფოტო, რომელზეც ის ისეა შენიღბული, რომ მისი ცნობა შეუძლებელია.
თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. ისრაელის უშიშროების სამსახურმა პრეზიდენტ რეუვენ რივლინის ფოტო გამოქვეყნა, რომელშიც ის პარიკითა და გრიმითაა შენიღბული, იუწყება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ისრაელის უშიშროების სამსახურმა (შაბაკი) გამოაქვეყნა პრეზიდენტ რეუვენ რივლინის ფოტო პარიკსა და გრიმში, რომელიც შაბაკის ერთ-ერთ ოპერატიულ ქვედანაყოფში პრეზიდენტის ვიზიტისას არის გადაღებული“, − ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ფოტოზე 81 წლის ჭაღარა და, როგორც წესი, მუდამ სუფთად პირგაპარსულ რივლინს მუქი და ხშირი თმა და წვერი აქვს. მას თან ახლავს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი, თუმცა ფოტოზე მათი სახეები დაფარულია.
როუვენ რივლინი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2020
მსოფლიო დღეს
უჩვეულო ინიციატივა: ისრაელის პრეზიდენტმა თავისი ხელფასის შემცირება მოითხოვა
როგორც ადგილობრივი მასმედია წერს, ამგვარი შენიღბვა პრეზიდენტს საშუალებას აძლევდა, ანონიმურად ემოგზაურა ქვეყანაში.
აღინიშნება, რომ რივლინის შესახებ ეს ინფორმაცია მხოლოდ იმის გამო გახდა ხელმისაწვდომი, რომ მას დღეს ეწურება ისრაელის პრეზიდენტობის ვადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ახალი, მეთერთმეტე პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი (ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის ჰაიმ ჰერცოგის ვაჟი) დღეს დადებს ფიცს. ინაუგურაცია დღის მეორე ნახევარში გაიმართება.
ისრაელი პრეზიდენტს შვიდი წლის ვადით ირჩევს.
 
ყველა ახალი ამბავი
0