„მისთვის ეს საშინელებაა“ – პრინცი ჩარლზი პრინცესა დიანას ძეგლის გახსნას არ დაესწრება

© AFP 2024 / BEN BIRCHALLპრინცი ჩარლზი
პრინცი ჩარლზი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
კენსინგტონის სასახლის ეზოში 1 ივლისს მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდება. როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, ადგილზე პრინცესა დიანას სამახსოვრო ძეგლი დაიდგმება.
ბრიტანული გამოცემა UK Times-ის ცნობით, 72 წლის პრინცი ჩარლზი პრინცესა დიანას ძეგლის გახსნის ცერემონიას არ დაესწრება, რადგან ამ მოვლენამ შესაძლოა მტკივნეული წარსული გაახსენოს.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
პრინცი ჰარი ინგლისში მეგან მარკლის გარეშე გაემგზავრა – პაპარაცებმა ის აეროპორტში გადაიღეს
მიუხედავად ჩარლზის გადაწყვეტილებისა, მისი ვაჟები – 39 წლის პრინცი უილიამი და 36 წლის პრინცი ჰარი გარდაცვლილი დედის პატივსაცემად გამართული ღონისძიების გამოტოვებას არ აპირებენ.
„მისთვის ეს საშინელებაა“, – თქვა ერთ-ერთმა ინსაიდერმა.
„ამ მომენტებს ძველი ჭრილობების გახსნა შეუძლია და მისთვის მძიმე მოგონებები მოაქვს: ბედნიერება, მწუხარება, სინანული... დიანას გარდაცვალების შემდეგ პრინცმა ჩარლზმა გადაწყვიტა, რომ ეს მოგონებები თავისთვის და შვილებისთვის დაეტოვებინა“.
პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი მზად არიან მეგან მარკლს შეურიგდნენ
როგორც ცნობილი გახდა, დიანას ქანდაკებას ხუთშაბათს კენსინგტონის სასახლეში პრინცესას მე-60 დაბადების დღისთვის ხსნიან.
ჩარლზი და დიანა 1996 წელს დაშორდნენ, პარიზის ავტოავარიისა და მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. მოგვიანებით პრინცმა თავისი პირველი სიყვარული - კამილა მიიყვანა სასახლეში, მისი ორი შვილით.
ყველა ახალი ამბავი
0