პუტინმა ჟენევაში თვითმფრინავის ტრაპთან დახვედრაზე უარი თქვა

© photo: Sputnik / Sergey Il'in / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
სამიტის ადგილს სამხედროები იცავენ. იქ ასევე განთავსებულია საზენიტო სისტემა „ერლიკონ GDF-005“ – ავტომატიზებული კომპიუტერული იარაღი, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვისაა განკუთვნილი.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უარი თქვა შვეიცარიის ხელისუფლებასთან აეროპორტში პროტოკოლურ შეხვედრაზე, იუწყება Tribune de Genève.

პუტინი ჟენევას დღეს ეწვევა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შესახვედრად.

შვეიცარია ბაიდენი-პუტინის შეხვედრისთვის ემზადება: ვილა La Grande-ს თავდაცვის ზომები - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
ჟენევა ბაიდენი-პუტინის შეხვედრისთვის ემზადება: ვილა La Grande-ს თავდაცვის ზომები - ვიდეო

ჟენევის მერის ფრედერიკუ პერლეს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა საერთოდ უარი თქვა თვითმფრინავის ტრაპთან შვეიცარიის ხელისუფლების წარმომადგენლების დახვედრაზე და მიუხედავად იმისა, რომ კანტონის ხელმძღვანელობა ამ შეხვედრისთვის ემზადებოდა, მაღალი რანგის სტუმრის სურვილს აასრულებს.

როგორც გამოცემა წერს, გუშინ ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში უშიშროების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მისული მეძებარი ძაღლებით და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საწოლების ნაწილი გამიჯნეს.

აღინიშნება, რომ ეს სამიტისთვის სამზადისის ფარგლებში მოხდა, ვინაიდან დელეგაციებს არა მარტო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ სამედიცინო მხარდაჭერაც შეიძლება დასჭირდეთ.

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების — ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის გაფართოებული შეხვედრა ადგილობრივი დროით 13:35 საათზე დაიწყება (15:35 თბილისის დროით). შეხვედრამდე 10 წუთით ადრე პრეზიდენტები შვეიცარიის პრეზიდენტ გი პარმელენთან ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ. 18:40 საათზე (თბილისის დროით) შეხვედრის მეორე რაუნდი დაიწყება.

სამიტის ადგილს სამხედროები იცავენ. იქ ასევე განთავსებულია საზენიტო სისტემა „ერლიკონ GDF-005“. ეს ავტომატიზებული კომპიუტერული იარაღია, რომელიც მცირე სიშორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ფუნქციას ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0