15:08 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (449)
70 0 0

კომპანიამ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა, აღიარა, რომ საძიებო სისტემამ არაკორექტულად იმუშავა და ვითარება სასწრაფოდ გამოასწორა.

თბილისი, 8 ივნისი − Sputnik. კომპანია Google-ის ხელმძღვანელობამ ბოდიში მოუხადა ინდოეთის შტატ კარნატაკაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც კანადას ენაზე ლაპარაკობენ, იუწყება გაზეთი NY Times.

​გავრცელებული ინფორმაციით, Google-ის საძიებო სისტემამ, გაურკვეველი მიზეზით, შეკითხვაზე „მსოფლიოს ყველაზე საზიზღარი ენა“, სწორედ კანადას ენა ამოაგდო, რომელზეც 40 მილიონამდე ადამიანი ლაპარაკობს.

კარნატაკის ხელისუფლება აღაშფოთა ფაქტმა. შტატის ენისა და კულტურის მინისტრმა არვინდ ლიმბავალიმ Twitter-ზე დაწერა, რომ კანადა − ეს ინდოეთის ერთ-ერთი უძველესი, უნიკალური ენაა და Google-სგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მიმართვას დაუყოვნებლივ უპასუხა: აღიარა, რომ საძიებო სისტემამ არაკორექტულად იმუშავა და ვითარება სასწრაფოდ გამოასწორა.

მიუხედავად ამისა, Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ახლა ენა კანადა Google-ის საძიებო სისტემაში ჩნდება შეკითხვაზე: „ყველაზე მახინჯი ენა ინდოეთის სამხრეთში“.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (449)

მთავარი თემები