driverless: კალიფორნიაში უპილოტო ავტომობილით მგზავრობა მძღოლის გარეშეა შესაძლებელი

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკში„იანდექსის“ უპილოტო ავტომობილი
„იანდექსის“ უპილოტო ავტომობილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
გამოწერა
მანქანები მძღოლების გარეშე გაზრდიან უსაფრთხოებას გზებზე და გადაადგილებაზე მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, მიაჩნიათ შტატის კომუნალურ საწარმოთა კომისიაში.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. კალიფორნიაში კომპანია Cruise მგზავრებს უპილოტო ავტომობილებით მომსახურებას სთავაზობს - შტატის კომუნალურ საწარმოთა კომისიამ (California Public Utilities Commission) კომპანიას პირველ პროგრამაში მონაწილეობის ავტორიზაცია მიანიჭა, შესაბამისი რელიზი კომისიამ უკვე გამოსცა. 

ილონ მასკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
პრიზი 100 მლნ დოლარი: ილონ მასკი გამომგონებლებს უპრეცედენტო ჯილდოს სთავაზობს

„Cruise - უპილოტო პროგრამა CPUC-ის პირველი წევრია, რომლის ფარგლებში მგზავრები სატესტო ავტომობილით გადაადგილებას მძღოლის გარეშე შეძლებენ. Cruise-ს შეუძლია არ გამოართვას მგზავრებს საფასური სატესტო ავტომობილით მგზავრობისთვის“, - ნათქვამია რელიზში.

კომისიის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ უპილოტო პროგრამაში მონაწილეობის პირველი ნებართვის გაცემა არის აღსანიშნავი მოვლენა, ხოლო მანქანები მძღოლების გარეშე გაზრდიან უსაფრთხოებას გზებზე და გადაადგილებაზე მოთხოვნას დააკმაყოფილებენ.

რელიზში აღნიშნულია, რომ Cruise-ს უკვე ჰქონდა ავტომობილების დატესტვის ნებართვა, მაგრამ ამჟამინდელი დოკუმენტით კომპანიას მიენიჭა უფლება, სერვისი მგზავრებს შესთავაზოს.

ყველა ახალი ამბავი
0