იაპონიამ რუსეთს დიპლომატიური არხებით პროტესტი გამოუცხადა

© Pixabay / Inactive account ტოკიო
ტოკიო - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
რუსეთისა და იაპონიის ხელისუფლებები ვერ თანხმდებიან, რომელ სახელმწიფოს ეკუთვნის ოხოტის ზღვაში ის ეკონომიკური ზონა, რომელშიც იაპონური შხუნა თევზჭერას აწარმოებდა.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. იაპონიის მთავრობამ პროტესტი გაუგზავნა რუსეთს ოხოტის ზღვაში თევზმჭერი შხუნის დაკავების გამო, განაცხადა პრესკონფერენციაზე იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა კაცუნობუ კატომ.  

მისი თქმით, იაპონიას მიუღებლად მიაჩნია რუსი მესაზღვრეების მოქმედება.  

„რუსული მხარე ირწმუნება, რომ იაპონური ხომალდი თევზჭერას რუსეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ახორციელებდა. იაპონური მხარე აცხადებს, რომ თევზჭერა იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მიმდინარეობდა. მიგვაჩნია, რომ რუსული მხარის ქმედებები მიუღებელია, რასთან დაკავშირებითაც დიპლომატიური არხებით პროტესტი გამოცხადდა“, — აღნიშნა კატომ.

მისი თქმით, იაპონია დაკავებული შხუნისა და მასზე მყოფი მეზღვაურების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.  

მაისის ბოლოს რუსმა მესაზღვრეებმა ოხოტის ზღვაში იაპონური თევზმჭერი შხუნა №172 „ეიჰო−მარუ“ დააკავეს. სახალინის ოლქში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, იაპონური ხომალდი სახიფათოდ მანევრირებდა, ცდილობდა მიმალვას და სასაზღვრო-საგუშაგო ხომალდთან შეჯახების საფრთხეს ქმნიდა.

ყველა ახალი ამბავი
0