„ნაყინს მიიღებენ?“ – ბაიდენმა ბავშვების გამო სიტყვა შეწყვიტა – ვიდეო

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას საუბარი შეწყვიტა და აუდიტორიაში მყოფ ორ პატარა გოგონას გამოელაპარაკა.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ქალაქ ტალსაში (ოკლაჰომა) სიტყვით გამოდიოდა, საუბარი ორი პატარა გოგონას გამო შეწყვიტა, იუწყება გამოცემა The Hill.

​გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტს სურდა გაერკვია, მიიღებდნენ თუ არა აუდიტორიაში მყოფი ბავშვები შეხვედრის შემდეგ ნაყინს.

„მე უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ როცა ყველაფერი დამთავრდება, ორივე გოგონა მიიღებს ნაყინს“, — თქვა ბაიდენმა, რომელიც პირადად გამოელაპარაკა ხუთიოდე წლის ბავშვებს.

მისი თქმით, გოგონებისთვის პრეზიდენტის გამოსვლა აღმატებული და დასამახსოვრებელი უნდა იყოს. 

ჯო ბაიდენი ტალსას 1921 წლის სისხლიანი მოვლენების 100 წლისთავის გამო ეწვია, რა დროსაც სამასი შავკანიანი დაიღუპა, ხოლო მათი ქონება დაწვეს. პრეზიდენტმა ასევე გამოაქვეყნა რასობრივი თანასწორობის გეგმა შეერთებულ შტატებში.

ყველა ახალი ამბავი
0