დიპლომატიური სკანდალი ცოლის გამო: ბელგიის ელჩის მეუღლემ გამყიდველს გაარტყა – ვიდეო

© photo: Sputnik / Alexandr Galperin / გადასვლა მედიაბანკშიბელგიის დროშა
ბელგიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
ბელგიის ელჩის მეუღლეს მაღაზიის გამყიდველებთან კონფლიქტი იმის გამო მოუვიდა, რომ მათ მისი შემოწმება მოისურვეს იმაში დასარწმუნებლად, რომ ქალი არაფერს იპარავდა.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ბელგია სამხრეთ კორეიდან თავის ელჩს პიტერ ლესკუშიეს იწვევს იმ ინციდენტის გამო, რომელიც დიპლომატის მეუღლეს შეემთხვა ერთ-ერთ მაღაზიაში, იუწყება BBC.

გავრცელებული ინფორმაციით, ელჩის მეუღლემ მაღაზიის გამყიდველს სახეში გაარტყა, შემდეგ კი სცადა პასუხისგებისთვის თავი აერიდებინა, რისთვისაც დიპლომატიური იმუნიტეტი გამოიყენა.

ინციდენტი, რომელიც აპრილის დასაწყისში მოხდა ტანსაცმლის მაღაზიაში, სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდა. როგორც ირკვევა, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მაღაზიის პერსონალმა კლიენტის შემოწმება მოისურვა. მათ სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ ქალს არაფერი გაჰქონდა მაღაზიიდან ფარულად.

კონფლიქტის დროს ელჩის 63 წლის მეუღლემ სუჩიუ სიანგიმ ხელი ჰკრა და შემდეგ სახეში გაარტყა ერთ-ერთ გამყიდველს. როგორც ბელგიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, დიპლომატის მეუღლემ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა „მიუღებელი ქცევისთვის“.

მიუხედავად ამისა, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოფი უილმსმა მაინც შეუწყვიტა უფლებამოსილება პიტერ ლესკუშიეს, ვინაიდან, როგორც დიპლომატიური მისიის ფეისბუქ-გვერდზეა ნათქვამი, „შექმნილ სიტუაციაში ის ვერ შეძლებს მშვიდად შეასრულოს თავისი როლი ქვეყანაში“.

 

ყველა ახალი ამბავი
0