დეფიციტი შრომის ბაზარზე: პოლონეთი უცხოელების დასაქმების პროცედურას ამარტივებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskyპოილონეთის დროშა თავდაცვის სამინისტროს წინ
პოილონეთის დროშა თავდაცვის სამინისტროს წინ - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
პოლონეთი მუშახელის დეფიციტს განიცდის არა მარტო ვაჭრობისა და მშენებლობის დარგში, არამედ IT-სფეროშიც.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. პოლონეთის ხელისუფლება აპირებს გაამარტივოს ქვეყანაში უცხოელების დასაქმება, რის თაობაზეც განცხადება უკვე გაკეთდა, იუწყება პორტალი Dziennik.pl.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
ზალკალიანი: გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულებს შრომის ღირსეული პირობები ექნებათ

როგორც განვითარების, შრომისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილემ ივონა მიხალეკმა აღნიშნა, ადგილობრივ მეწარმეებში დიდი მოთხოვნაა უცხოელ მუშახელზე.

„მეწარმეებისგან ყოველკვირეულად მესმის, რომ ცოტა მუშახელი ჰყავთ — არა მარტო ისეთ დარგებში, როგორებიცაა ვაჭრობა და მშენებლობა, არამედ IT−სფეროშიც. გვსურს, რომ უცხოელებმა მარტივად შეძლონ პოლონეთში ჩამოსვლა და აქ დასაქმდნენ, განსაკუთრებით ისეთი პროფესიებით, სადაც ჩვენ სამუშაო ძალა არ გვყოფნის“, — განაცხადა მან.

გავრცელებული ინფორმაციით, შრომითი კანონმდებლობის რეკონსტრუქციის ეროვნული გეგმა, სხვა ზომებს შორის, ასევე მოიცავს უცხოელების დასაქმებისთვის ხელშეწყობას, რათა პოლონეთის შრომის ბაზარზე დეფიციტი აღმოიფხვრას.

საამისოდ იგეგმება შრომის ბიუროს როლის გაძლიერება უცხოელებისთვის მუშაობის უფლების მინიჭების პროცესში, ამ უფლების მისაღებად ვადისა და სხვა ფორმალობების შემცირება.

ამასთან ყველა პროცედურა, რომლებიც უცხოელებისთვის მუშაობის უფლების მინიჭებას შეეხება, გაციფრებული იქნება. გარდა ამისა, იმავდროულად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ახალ მიგრაციულ პოლიტიკაზეც.

ყველა ახალი ამბავი
0