ავსტრალიამ მკაცრი კარანტინი გამოაცხადა: დაფიქსირდა ახალი და ბევრად სწრაფი შტამი

© photo: Pixabay / fernandozhiminaicelaშეჩერდეს COVID-19
შეჩერდეს COVID-19 - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
ახალ შტამს ერთი ადამიანიდან მეორეზე გადასადებად ჩვეულებრივ კორონავირუსზე რამდენჯერმე ნაკლები დროს სჭირდება

თბილისი, 27 მაისი − Sputnik. ავსტრალიის შტატ ვიქტორიას ხელისუფლებამ მთელი მოსახლეობა (7 მილიონი კაცი) მკაცრ კარანტინზე გადაიყვანა კორონავირუსის განსაკუთრებით გადამდები შტამის აფეთქების გამო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

„ჩვენ შევეჯახეთ ვირუსის განსაკუთრებით გადამდებ შტამს, რომელიც იმაზე ბევრად სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მანამდე არსებული შტამები“, − განაცხადა შტატის პრემიერ-მინისტრმა ჯეიმს მერლინომ.

მისი თქმით, აღნიშნულ შტამს, იმისათვის, რომ ერთი ადამიანიდან მეორეს გადაედოს, ჩვეულებრივ SARS-CoV-2-ზე რამდენჯერმე ნაკლები დრო სჭირდება.

მეცნიერი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
აშშ-ში COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი მოიწონეს: მითითებულია გვერდითი ეფექტებიც

ამ დროისათვის ახალი შტამით ინფიცირების სულ 26 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა რისკის ჯგუფში მყოფების რაოდენობა დაახლოებით 10 ათასი კაცით ფასდება.

კარანტინის წესების თანახმად, შტატის მოსახლეობას შინიდან გასვლა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში შეუძლია: სურსათისა და მედიკამენტების შესაძენად, სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვნად აღიარებულ სამსახურში წასასვლელად, აცრის გასაკეთებლად, ავადმყოფის მოსავლელად. ამასთან აღინიშნება, რომ საყიდლებზე წასვლა ნებადართულია სახლიდან 5 კმ-ს რადიუსში.

ყველა ახალი ამბავი
0