ქართული დროშის ფერები ნიაგარაზე – კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

© photo: Sputnik / Vera Golosova / გადასვლა მედიაბანკშინიაგარის ჩანჩქერი
ნიაგარის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელს კანადაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და შემზღუდავი ზომების გათვალისწინებით დაიგეგმა.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, იუწყება საქართველოს საელჩო კანადაში.

26 მაისს, ოტავის დროით 21:45 სთ-ზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარის ჩანჩქერი ქართული დროშის ფერებში პირველად განათდა.

ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში 15 წუთი იყო განათებული, რა დროსაც შესრულდა საქართველოსა და კანადის სახელმწიფო ჰიმნები, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები: „კახური მრავალჟამიერი“, „შენ ხარ ვენახი“ და „ჩაკრულო“.

უწყების ცნობით, კანადის მხარის ეს გადაწყვეტილება ემყარება საქართველოს საელჩოსა და ნიაგარის რეგიონს შორის ჩამოყალიბებულ ახლო საქმიან ურთიერთობებს.

ქართული დროშის ფერებში განათებული ჰეიდარ ალიევის ცენტრი ბაქოში - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები ქართული დროშის ფერებში განათდება

გარდა ამისა, 26 მაისს, კანადის დედაქალაქის ოტავას მერიის წინ საზეიმოდ აღიმართა საქართველოს დროშა.

25 მაისს კი საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია პირველად გაიმართა კანადის ყველაზე დიდ ქალაქში - ტორონტოში. დროშა ტორონტოს მერიის თავზე აიწია.

1 ივნისს ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ნიკო აფხაზის საგვარეულო ქართული ჩოხა (ნიკო აფხაზი – დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, „აფხაზეთის ბოტანიკური ბაღის“ დამაარსებლის კოტე აფხაზის ვაჟი).

ამ ჩოხის ასლი საელჩომ საკუთარი სახსრებით დაამზადებინა ქართულ კომპანიას „სამოსელი პირველი“.

გამოფენა 25 მაისს უნდა გახსნილიყო, თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ივნისის დასაწყისისთვის გადაიდო.

ნიაგარის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
ნიაგარის ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება

ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და შემზღუდავი ზომების გამო წელს ასევე ვერ მოხერხდა  ოტავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღების გამართვაც.

კანადის გარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 26 მაისს გაიმართა ბრაზილიაში, ბელგიაში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, გერმანიაში, ესტონეთში, თურქეთში, კვიპროსში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, საბერძნეთში, ისრაელში, ლიეტუაში, კატარში.  

ამ ქვეყნებშიც საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს ქალაქების ღირსშესანიშნაობები, ასევე ზოგან აღმართეს ქართულ დროშა და შეასრულეს საქართველოს ჰიმნი.

ყველა ახალი ამბავი
0