Facebook-ი პოსტებს აღარ წაშლის: კომპანია განმარტავს

© photo: pixabay / geraltFacebook
Facebook - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
სოციალურმა ქსელმა ცვლილება შეიტანა თავის პოლიტიკაში იმ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავდა.

თბილისი, 27 მაისი − Sputnik. ამერიკული კომპანია Facebook-ი აღარ წაშლის ისეთ პოსტებს, რომლებშიც ახალი კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობაზეა ლაპარაკი, განუცხადა ტელეარხ ABC News-ს კომპანიის წარმომადგენელმა.

„იმის გათვალისწინებით, რომ გრძელდება COVID-19-ის წარმოშობის გამოძიება და კონსულტაციები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან, ჩვენ აღარ წავშლით ჩვენი დანართებიდან განცხადებებს, რომ COVID-19 ადამიანის მიერაა შექმნილი“, − განაცხადა Facebook-ის წარმომადგენელმა.
თეთრი სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
არის თუ არა ხელოვნური: თეთრი სახლი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვს

მანამდე გაზეთმა Wall Street Journal-მა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სამი მეცნიერი ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში დაავადდა მძიმედ და მათ მედიკოსების დახმარება დასჭირდათ. ყოველივე ეს „წონას მატებს“ მოწოდებებს, ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს, გაჟონა თუ არა კორონავირუსმა ლაბორატორიიდან. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

ამის შემდეგ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვს კორონავირუსის რეალური წარმოშობის დასადგენად, რაშიც შეერთებული შტატებიც მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა, რომლებიც თებერვალში ჩინეთში იმყოფებოდნენ ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად. სპეციალისტები ვერ მივიდნენ ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე. როგორც მისიის შემაჯამებელი დოკუმენტიდან ირკვევა, უფრო დამაჯერებლად მიიჩნევა სცენარი, როდესაც კორონავირუსი ჯერ ცხოველებს შორის გავრცელდა, შემდეგ კი ადამიანს გადაედო. ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელი კი, მათი აზრით, SARS-CoV-2-ის ლაბორატორიულ პირობებში წარმოშობაა.

ყველა ახალი ამბავი
0