ფლორიდაში ვერტმფრენი ჩამოვარდა: არიან გარდაცვლილები

© AFP 2024 / DANIEL SLIMვერტმფრენი
ვერტმფრენი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივი მასმედიის ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ფლორიდის შტატში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, იუწყება РИА Новости გამოცემა Orlando Sentinel-ზე დაყრდნობით.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ.

ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, ქალაქ ლისბერგის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ვერტმფრენი სასწავლო ფრენას ახორციელებდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ნაპოვნია ოთხივე გარდაცვლილის ცხედარი.

ყველა ახალი ამბავი
0