ამერიკელი სამხედროები სირიიდან გასვლას არ აპირებენ: პენტაგონი განმარტავს

© AP Photo / Manuel Balce Cenetaჯონ კირბი
ჯონ კირბი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, სირიაში აშშ-ის ყოფნა „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან საფრთხის სერიოზულობაზეა დამოკიდებული.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ამერიკული კონტინგენტი ჯერ ისევ რჩება სირიაში, ვინაიდან, ვაშინგტონის აზრით, ტერორისტული საფრთხე ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი, განაცხადა პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

„სირიაში ჩვენს მისიაში, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ოპერაციას ეხება, არაფერი შეცვლილა. ამერიკული ძალები სირიაში მცირე რაოდენობითაა განთავსებული და ათას სამხედროზე ნაკლებს მოიცავს“, — აღნიშნა მან.

შეკითხვაზე, დარჩება თუ არა აშშ-ის კონტინგენტი სირიაში სრულ დარეგულირებამდე, კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის მიზნით იმყოფებიან და „არ არიან ჩართული სხვა, უფრო ფართო შიდასირიულ საკითხებში“.

  • „ისინი იბრძვიან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. საბოლოოდ მთავარსარდალი გადაწყვეტს, რამდენ ხანს დარჩებიან ამერიკელი სამხედროები ქვეყანაში“, — განაცხადა კირბიმ.

ამასთან, როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა განმარტა, აშშ-ის კონტინგენტის სირიაში ყოფნა ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან საფრთხის სერიოზულობაზეა დამოკიდებული.

„ოპტიმალური იქნებოდა, თუ ჩვენ იქ არავინ გვეყოლებოდა — თუ არ იქნება „ისლამური სახელმწიფო“, არ იარსებებს საფრთხე. მაგრამ ახლა ის შემთხვევა არ არის“, — აღნიშნა კირბიმ.

აღსანიშნავია, რომ სირიაში ამ დროისათვის ასევე იმყოფება რუსეთის სამხედრო კონტინგენტიც, რომელიც იქ ქვეყნის მთავრობამ მიიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0