თელ-ავივში მშვიდობის მხარდასაჭერად მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა

© photo: Sputnik / I. Nosov / გადასვლა მედიაბანკშითელ-ავივი
თელ-ავივი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
გამოწერა
შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ მწერლები დავიდ გროსმანი, პოლიტიკოსები, რომლებიც ისრაელის მემარცხენე და არაბულ პარტიებს წარმოადგენენ. მომიტინგეებმა პალესტინელებთან სრულფასოვანი მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდეს.

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. თელ-ავივის ცენტრში გუშინ საღამოს მშვიდობისა და პალესტინა-ისრაელის პარტნიორობის მხარდასაჭერად მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა, იუწყება უფლებადამცველი ორგანიზაცია „შალომ აჰშავი“, რომელიც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრის მომხრეა. ამის შესახებ წერს РИА Новости.

„პირდაპირ ახლა თელ-ავივში ათასობით ადამიანი აცხადებს: „კი - პალესტინა-ისრაელის პარტნიორობას“, „კი - თანასწორობას“, „კი - მშვიდობას“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში Twitter-ზე.

პალესტინელების რეაქცია ნათესავების გარდაცვალებაზე ბეიტ-ლაჰიაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
ისრაელი ღაზის სექტორში დაბომბვებს წყვეტს?

პოლიციას აქციის მონაწილეთა ზუსტი რიცხვის დასახელება გაუჭირდა. „არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან ის სრული წესრიგია“, - ასე უპასუხა РИА Новости-ს შეკითხვას ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა მიხაილ ზინგერმანმა.

ისრაელის მედია იუწყებოდა, რომ თელ-ავივის ცენტრში „გაბიმას“ თეატრთან მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ მწერლები დავიდ გროსმანი, პოლიტიკოსები, რომლებიც ისრაელის მემარცხენე და არაბულ პარტიებს წარმოადგენენ. მომიტინგეებმა პალესტინელებთან სრულფასოვანი მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდეს.

ყველა ახალი ამბავი
0