მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქარიშხალმა „ტაუკტაემ“ ინდოეთში 40 ადამიანი იმსხვერპლა

© AP Photo / Channi Anandგლოვა დაღუპულებზე ინდოეთში
გლოვა დაღუპულებზე ინდოეთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
დაიღუპნენ ადამიანები, დაიტბორა რიგი რეგიონები და წაიქცა ხეები, განათების ბოძები და ელექტროგადამცემი ხაზები.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. გუშინ ინდოეთის დასავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „ტაუკტაე“ დაატყდა თავს, რომელმაც დაახლოებით 40 ადამიანი იმსვერპლა.

გუჯარათის შტატის ხელისუფლების ინფორმაციით, ხეების წაქცევისა და ძლიერი წვიმისგან შტატში სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა.

კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
COVID-19-ის კატასტროფა: ინდოეთი კორონავირუსმა მოიცვა – ფოტო

მეზობელ მაჰარაშტრას შტატის ქალაქ მუმბაიში მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა, დაიტბორა რიგი რაიონები, ქარიშხალმა წააქცია ხეები, განათებისა და ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები.

მსხვერპლია კარნატაკის, გოასა და კერალის შტატებში.

ინდოეთის სამხედრო საზღვაო ძალები განაგრძობენ ბარჟის P305 ძებნას, რომელიც მუმბაიდან 35 საზღვაო მილში იმყოფებოდა. ბარჟას ნავთობის ანძებზე დასაქმებული მუშები გადაჰყავდა. სამაშველო ოპერაციის დროს სამხედრო საზღვაო ძალების გემებზე 184 ადამიანი აიყვანეს ამ ბარჟიდან. იძებნება კიდევ 89 ადამიანი. ასევე იძებნებიან ორ ბარჟაზე და საბურღ გემზე მყოფები – 430 ადამიანი. ეს საზღვაო ტრანსპორტი უმსხვილეს ინდურ სახელმწიფო ნავთობგაზის კორპორაცია ONGC–ს ეკუთვნის.

ყველა ახალი ამბავი
0