მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მილიარდერთა სიაში ცვლილებებია: ილონ მასკმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა

© AP Photo / Ringo H.W. Chiuილონ მასკი
ილონ მასკი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
ორშაბათს Tesla-ს აქციების ღირებულება 2,2%-ით – 576,83 დოლარამდე დაეცა. მაისის დასაწყისიდან აქციების ღირებულება დაახლოებით 18,7%-ით შემცირდა.

თბილისი, 18 მაისი ― Sputnik. კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პოზიციები Louis Vuitton Moët Hennessy-ს პრეზიდენტს ბერნარდ არნოს დაუთმო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. Bloomberg Billionaires Index-ის (BBI) მონაცემებს სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

BBI-ს მონაცემებით, ამერიკელმა ბიზნესმენმა ბოლო დღეებში 3,16 მლრდ დოლარი დაკარგა და ამ დროისათვის მისი ქონება 160,6 მლრდ დოლარად არის შეფასებული. არნოს ქონება 285 მილიონით გაიზარდა და 161,2 მლრდ დოლარი შეადგინა.

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ჩამონათვალში პირველ პოზიციას კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ინარჩუნებს. მისი ქონება 2,41 მლრდ დოლარით გაიზარდა და 190 მლრდ-ს მიაღწია.

ამასთან აღსანიშნავია, რომ Forbes Real-Time-ის რეიტინგშიც მასკი 146,5 მლრდ დოლარით (ქონება შემცირდა 2,6 მილიარდით) მესამე ადგილზეა, არნოს კაპიტალი 182,6 მლრდ დოლარს (შემცირდა 1,2 მილიარდით) შეადგენს, ბეზოსის სიმდიდრე კი 189,5 მლრდ დოლარით (გაიზარდა 2,4 მილიარდით) ფასდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0