ლუკაშენკო: ბელარუსმა საკუთარი კოვიდ-ვაქცინა შექმნა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება რუსეთში
ტესტირება რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გამოწერა
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პრეპარატის საცდელი სამრეწველო პარტია 2021 წლის ბოლოს გამოვა.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ბელარუსმა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის საკუთარი ვაქცინა შეიმუშავა, განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ. ამის შესახებ წერს „Sputnik-ბელარუსი“.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გამყრელიძე: ვაქცინირებულებმა ალკოჰოლი დალიეთ, ოღონდ ზომიერად

„ჩვენ გუშინ სინჯარაში მივიღეთ ჩვენი საკუთარი ვაქცინა - ბელარუსული. განსხვავებული იმისგან, რომელსაც დღეს ვყიდულობთ. როგორც ექიმები ამბობენ, ცოცხალი ვაქცინაა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ამ საკითხში სიჩქარე საჭირო არაა, ჯობს დაკვირვება „რა იქნება ზეგ, როდესაც დაავადება სახეს შეიცვლის“.

„დღეს ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომლებიც მუშაობენ – რუსული ტექნოლოგიებით, ჩინურები შევიძინეთ. ხვალ კი ჩვენს ვაქცინას, რომელიც უკვე სინჯარაშია, გამოვიყენებთ იმ შტამისთვის, რომელიც გვექნება. ვინ იცის, ცხოვრება როგორ წარიმართება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

დეტალები ვაქცინის შესახებ

ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროში მოგვიანებით განმარტეს, რომ შემუშავებული ვაქცინა ინაქტივირებული, ანუ მკვდარი კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. ვაქცინის ეს ტიპი კარგადაა შესწავლილი, ტექნოლოგია გამოცდილია, ვაქცინა იქნება ნაკლებად რეაქტოგენური, გვერდითი რეაქციებისა და შედეგების გარეშე.

მომავალი ვაქცინის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ საჭიროების შემთხვევაში არსებობს შემადგენლობის ცვლის შესაძლებლობა, თუ შტამების სერიოზული მუტაციები მოხდება, აღნიშნეს სამინისტროში. თუმცა არსებობს მინუსებიც: რთული საწარმოო პროცესი და ვექტორულ ვაქცინებთან შედარებით შექმნის ხანგრძლივი პროცესი, ასევე მუშაობა ძლიერ პათოგენებთან, რაც ბიოლოგიური დაცვის მაღალ დონეს მოითხოვს.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პრეპარატის საცდელი სამრეწველო პარტია 2021 წლის ბოლოს გამოვა, ამიტომ ჯერჯერობით მიმდინარეობს პროტოტიპის გაწმენდის ეტაპისთვის მზადება, შემდეგ კი კლინიკური კვლევების პირველი და მეორე ფაზები ჩატარდება.

პრეპარატს ჯერჯერობით დასახელება არ აქვს.

განკარგულება ვაქცინის შექმნის შესახებ ლუკაშენკომ 1 აპრილს გამოსცა. განკარგულების მიხედვით, პრეპარატი მზად უნდა იყოს 2023 წელს. საცდელი სამრეწველო პარტიის მიღება იგეგმება წლის ბოლოს, ხოლო პირველი სამრეწველო პარტიის – 2022 წელს.

ბელარუსის მოსახლეობას დეკემბრიდან ცრიან რუსული ვაქცინით „სპუტნიკ V", ხოლო მარტიდან მას დაემატა ჩინური კომპანია Sinopharm-ის პრეპარატი. ვაქცინის პირველი კომპონენტი მიიღო დაახლოებით 300 ათასმა ადამიანმა, ხოლო 137 ათასმა ადამიანმა ვაქცინაციის სრული კურსი გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0