შვიდის ნაცვლად ცხრა: ქალმა ერთდროულად ხუთი გოგონა და ოთხი ბიჭი გააჩინა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიახალშობილი
ახალშობილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
გამოწერა
მანამდე ჩატარებულმა ულტრაბგერითმა კვლევამ აჩვენა, თითქოს 25 წლის ქალს შვიდი ბავშვი უნდა შესძენოდა.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ახალგაზრდა ქალმა ერთბაშად ცხრა ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ხუთი გოგონაა, ოთხი კი ბიჭი, იუწყება მალის ჯანდაცვის სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, 25 წლის ხალიმა სისე მარტის ბოლოს მალის დედაქალაქ ბამაკოდან მაროკოს კლინიკაში გადაიყვანეს ქვეყნის პრეზიდენტ ბა ნდაუს მითითებით.

„ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების სამინისტრო მოხარულია გაცნობოთ, რომ 2021 წლის 4 მაისს ხალიმა სისემ საკეისრო კვეთის გზით ცხრა ბავშვი გააჩინა შვიდის ნაცვლად, რაც მანამდე მალისა და მაროკოში ჩატარებულმა ულტრაბგერითმა კვლევებმა აჩვენა. ახალშობილები (ხუთი გოგონა და ოთხი ბიჭი) და დედა თავს კარგად გრძნობენ“, — ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პოსტში Facebook-ზე.

გავრცელებული ცნობით, დედა და მისი ცხრა შვილი მალიში რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0