პროტესტის გამოსახატად: რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ბრიუსელში გამოიძახეს

© AP Photo / Christoph Soederევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
გამოწერა
მოსკოვმა ევროპელ ჩინოვნიკებს სანქციები რუსეთის ექვსი მოქალაქის წინააღდეგ შემოღებული შეზღუდვების პასუხად დაუწესა

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ბრიუსელში გამოიძახეს მოსკოვის მიერ ევროპელი ჩინოვნიკებისთვის დაწესებული სანქციების გამო, განაცხადა ბრიფინგზე ევროკავშირის საგარე პოლიტიკის სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ.

„დიახ, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გა მოძახებულია, მას საგარეო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი შეხვდება. ჩვენ მას პროტესტს გადავცემთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, — აღნიშნა დიპლომატმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საპასუხო ზომებზე 10 მაისს იმსჯელებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
რუსეთმა აშშ-ს საპასუხო სანქციები დაუწესა: სიაში FBI-ს დირექტორი და დაზვერვის შეფი მოხვდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა რვა ევროპელის ვინაობა, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ. სიაში მათ შორის მოხვდნენ ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილე ფასეულობებისა და ტრანსპარენტულობის საკითხებში ვერა იუროვა და საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჟაკ მერი.

მოსკოვში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ექვსი მოქალაქისთვის დაწესებული შეზღუდვების პასუხად მიიღეს, რომელიც ევროკავშირმა 2 მარტს შემოიღო ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით. 

ევროკავშირის სასანქციო სიაში მოხვდნენ: საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი, როსგვარდიის დირექტორი ვიქტორ ზოლოტოვი, გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ კალაშნიკოვი.

მოგვიანებით, 22 მარტს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩამონათვალი კიდევ მეტად გააფართოვეს. როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, ანტირუსული სანქციების პოლიტიკა მიზანს ვერ აღწევს.

ყველა ახალი ამბავი
0