ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

© AFP 2024 / TAUSEEF MUSTAFAსიტუაცია ინდოეთში
სიტუაცია ინდოეთში - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
გამოწერა
ამასთან, იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, შტატში მკურნალობის ქვეშ მყოფთა რაოდენობა 2 ათასით შემცირდა და 672 ათასს გაუტოლდა.

თბილისი, 1 მაისი – Sputnik. ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 401.993-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 3.523 ადამიანი, ეს პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდული მაჩვენებლებია, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო. ამის შესახებ წერს РИА Новости. 

ამგვარად, ახლადინფიცირებულთა რაოდენობა ზედიზედ მეათე დღეა 300 ათასს აღემატება.

ინდოეთი კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევებით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ 19,1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 15,6 მლნ ადამიანი, კორონავირუსითა და თანმდევი დაავადებების შედეგად 211 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
არავითარი განსხვავება - იმნაძემ საქართველოსა და ინდოეთში არსებული ეპიდვითარება შეადარა

ინდოეთში ახლაინფიცირებულთა ზრდა თებერვლის შუა რიცხვებიდან ფიქსირდება, შედეგად აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3,2 მილიონამდე გაიზარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ არ განუახლებია მონაცემები შტატების მიხედვით. პარასკევის მონაცემებით, შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა მაჰარაშტრას შტატზე მოდის. გასულ დღე-ღამეში შტატი იუწყებოდა 66,1 ათასი ინფიცირებულის შესახებ, რაც ხუთშაბათის მონაცემებს 3 ათასით აღემატება. ამასთან, იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, შტატში მკურნალობის ქვეშ მყოფთა რაოდენობა 2 ათასით შემცირდა და 672 ათასს გაუტოლდა. მაჰარაშტრას შემდეგ ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა გამოვლინდა კერალას (38 607), უტარ-პრადეშის (35 104), კარნატაკას (35 024) და დელის (24 235) შტატებში.

ინდოეთში ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ შაბათის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 154 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა, მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში აცრილთა რაოდენობა 2,7 მილიონი ადამიანით გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0