კოვიდ-ვაქცინის ნაცვლად: გერმანელმა მედდამ პაციენტები ფიზიოლოგიური ხსნარით „აცრა“

© AP Photo / Gregorio Borgiaვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
ხელისუფლება ცდილობს დაუკავშირდეს იმ დღით აცრილებს, რათა დადგინდეს, ვის გაუკეთდა ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი.

თბილისი 26 აპრილი — Sputnik. გერმანიაში წითელი ჯვრის საზოგადოების მედდამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა BioNTech/Pfizer-ის ნაცვლად რამდენიმე პაციენტს ფიზიოლოგიური ხსნარი შეუშხაპუნა, იუწყება ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის პოლიცია. 

Pfizer-ის წარმოება - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გაყალბებული Pfizer-ი: ფალსიფიცირებული ვაქცინა ორ ქვეყანაშია აღმოჩენილი

როგორც ირკვევა, მედდამ, რომელიც ქვემო საქსონიის ვაქცინაციის ცენტრში მუშაობდა, 21 აპრილს ექვსჯერ შეცვალა ვაქცინა ფიზიოლოგიური ხსნარით, ვინაიდან, როგორც თავად განმარტა, ვაქცინის ამპულები დაემტვრა და არ სურდა, რომ ეს ხელმძღვანელობისთვის ეცნობებინა.

პასუხისმგებელ პირებს ინციდენტის თაობაზე ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეატყობინა, რომელსაც მედდა მანამდე გამოუტყდა მომხდარში.

მედდა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაშია ეჭვმიტანილი. საქმეს ამ დროისათვის პოლიცია იძიებს.

ამის პარალელურად ადგილობრივი ხელისუფლება იმ დღეს აცრილებს უკავშირდება, რათა ანტისხეულებზე ტესტით დაადგინოს, ვის გაუკეთდა ფიზიოლოგიური ხსნარი ვაქცინის ნაცვლად.

ყველა ახალი ამბავი
0